­

ხელშეკრულება მოხალისეობის შესახებ

მასპინძელი ორგანიზაცია: შპს დუერსი

ხელშეკრულების საგანი

1.1.წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მოხალისე საკუთარი ცოდნითა და უნარებით, ნებაყოფლობით და უანგაროდ ახორციელებს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას მასპინძელი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პანდემიასთან, COVID19-თან (კორონა ვირუსი) ბრძოლის მიზნით.

1.2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას მოხალისე ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

მხარეთა ვალდებულებანი

2.1.  მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია:

2.1.1. მოხალისეობითი ურთიერთობის დაწყებამდე გააცნოს მოხალისეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები (დანართი N1)

2.1.2. განუმარტოს მოხალისეს მის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები და დროული რეაგირება მოახდინოს მოხალისის ნებისმიერ შეტყობინებაზე.

2.2.  მოხალისე ვალდებულია:

2.2.1. თავისი საქმიანობა სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელოს;

2.2.2. მასპინძელ ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხისა თუ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს;

2.2.3. მასპინძელ ორგანიზაციას დროულად აცნობოს ავადმყოფობის ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში;

2.2.4. მოხალისეობრივი ურთიერთობის გაწევისას უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვა (დანართი №1) და გატარება.

2.3. იმ შემთხვეაში, თუ აღმოჩნდება, რომ მოხალისე არ ასრულებს უსაფრთხოების ზომებს, არღვევს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რითიც საფრთხეში აგდებს, როგორც საკუთარ თავს ისე გარშემომყოფებს, მასპინძელი ორგანიზაცია უფლებამოსილია ასეთი მოხალისე ჩამოაშოროს საქმიანობას და საჭიროებისამებრ შეატყობინოს უსაფრთხოების შესაბამის სამსახურებს.

2.4 მოხალისის ვალდებულობა წარმოიშვება ავტომატურად, კონკრეტული მისიის შესრულებაზე მზადყოფნის დაფიქსირების შედეგად, რის შემდეგაც იგი ვალდებულია სრულად შეასრულოს მიღებული დავალება.

2.5 მისიის შესრულების პროცესში გადაულახავი დაბრკოლების აღმოჩენის შემთხვევაში, მოხალისე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მასპინძელ ორგანიზაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ.

2.6 მისიის შესრულების პროცესში მოხალისეს შესაძლებელია დროებით გადაეცეს სხვადასხვა ტიპის პროდუქცია (ნივთი, მედიკამენტი, საკვები პროდუქტი, და ა.შ.), რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას და იგი ვალდებულია განკარგოს იგი მისიაში დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამისად. მიღებული პროდუქციის დაზიანების, არამიზნობრივად გამოყენების ან ნაწილობრივ/სრულად მითვისების შემთხვევაში მოხალისეს დაეკისრება პასუხიმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ფორსმაჟორი:

3.1. მასპინძელ ორგანიზაციას ან მოხალისეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, როდესაც მათი შესრულება შეუძლებელი იყო ფორსმაჟორულ გარემოებათა გამო;

3.2. ფორსმაჟორულ გარემოებებში იგულისხმება: ომი, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური უბედურებები, გაფიცვები, მოქმედი კანონმდებლობის შეცვლა, აგრეთვე გარემოებები, რომელთა გათვალისწინება გონივრულ ფარგლებში შეუძლებელი იყო რომელიმე მხარის მიერ, და რომლებიც ხელს უშლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და რომელთა წარმოშობა არ გახდა ერთ-ერთი მხარის მოქმედების, ან უმოქმედობის პირდაპირი ან ირიბი შედეგი.

განსაკუთრებული პირობები:

4.1. მოხალისემ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მოხალისეობრივი ურთიერთობა უნდა განახორციელოს პირადად და დაუშვებელია მისი სხვა პირისთვის გადანდობა.

4.2. მასპინძელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე განაახლოს ამ ხელშეკრულების დანართი №1-ში მოცემული სავალდებულოდ დასაცავი უსაფრთხოების ზომები, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოხალისეს.

დავის გადაწყვეტის წესი:

5.1. მხარეები მიმართავენ ყველა ღონეს, რათა ამ ხელშეკრულების შესრულებისას წარმოქმნილი ყველა დავა გადაწყვეტილ იქნას მოლაპარაკების გზით.

5.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას, დავას განიხილავს შესაბამისი  საქალაქო (რაიონული) სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

სხვა პირობები

6.1. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მასზე დათანხმების დღიდან და მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონა ვირუსის არსებობის აღმოფხვრამდე.

6.2. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილობა არ გამოიწვევს სხვა მუხლების ბათილობას.



დანართი №1

უსაფრთხოების წესები

COVID-19 ახალი დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ მეცნიერები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუ როგორ ვრცელდება ის, მის დაავადების სიმძიმეს და რა მაშტაბი შეიძლება მოიცვას. CDC– ის თანახმად, COVID-19 პაციენტებს აქვთ მსუბუქი ან მძიმე რესპირატორული დაავადებები. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ვირუსთან შეხებიდან 2-14 დღის განმავლობაში და დამახასიათებელია ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. დაუკავშირდით ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ გამოგივლინდათ COVID-19 სიმპტომები. ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ ადამიანი განეკუთვნება უფრო მაღალი რისკის ჯგუფს. ჯგუფში შედიან ხანდაზმული პირები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულის და ფილტვების დაავადება და დიაბეტი.

  • მოხალისე ვალდებულია მომსახურების გაწევისას მაქსიმალურად დაიცვას საუკთარი ჯანმრთელობა
  • მოხალისე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები და არ მიუახლოვდეს კარანტინში/იზოლაციაში მყოფ პირს.
  • მოხალისე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია.
  • თუ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს ნუ დარეგისტრირდებით მოხალისედ
  • დასაშვებია მხოლოდ არაპირდაპირი კონტაქტით პროდუქტების მიწოდება
  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ყველასთან, ვინც ახველებს, აცემინებს, ან ავადაა.
  • დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია.
  • ახალი კორონავირუსის, COVID-19- ის მქონე პირთან უშუალო კონტაქტის შემთხვევაში 14 დღის განმავლობაში უნდა იყოთ იზოლაციაში და აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა
  • თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდირებული მნახველების და სტუმრების მიღება
  • თუ აღგენიშნებათ ცხელების ან/და რესპირატორიული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნები, დაუყონებლივ მიმართეთ ინფექციური პროფილის სტაციონარს
  • ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია. გაითვალისწინეთ იზოლაციაში მყოფი ადამიანების მდგომარეობა, ეცადეთ შესაბამისად შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
  • გთხოვთ ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში
  • თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები მინიმუმ 60% ალკოჰოლის შემცველობით
  • თავიდან აირიდეთ თვალებზე, ცხვირის ან პირის ღრუს მიდამოებში ხელების შეხება
App Store-ის ვერსია გამოქვეყნდება
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში