­

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
 

ამ დოკუმენტის მიზანია, გაგაცნოთ კომპანია „დუერსის“ (შემდგომში ”ჩვენ” ან ”ჩვენ” ან ”ჩვენი”) პოლიტიკა მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მომხმარებლების (შემდგომში ”მომხმარებელი” ან ”თქვენ”) კონფიდენციალობას. წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვაზიარებთ და ვიცავთ ჩვენს მობილურ აპლიკაციაში (”აპლიკაცია”) განთავსებულ პირად ინფორმაციას.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ აპლიკაცია.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით შევცვალოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, აპლიკაციაში ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით პოლიტიკას ან მასში შეტანილ ცვლილებებს, თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ თანხმობაზე. 


1. რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ და რა დანიშნულებით?

ჩვენ უფლება გვაქვს, შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია თქვენ შესახებ:

პერსონალური მონაცემები

პიროვნულად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.

დემოგრაფიული მონაცემები: თქვენი ასაკი და სქესი. 

ასევე, ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციისას მოგაწვდით.

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მაიდენტიფიცირებელ უშუალო მონაცემებს (მაგალითად: სახელი, გვარი, ფოტოსურათი)


2. სამართლებრივი საფუძვლები

იმისათვის, რომ გაგიწიოთ მომსახურება, აუცილებელია, შევძლოთ თქვენი მონაცემების დამუშავება. რიგ შემთხვევებში, მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა ან/და ჩვენი კანონიერი ინტერესი.


3. ინფორმაციის გამჟღვნება

თქვენ შესახებ სხვადასხვა სიტუაციაში შეგროვებული ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლებელია შემდეგ ვითარებაში:

* კანონით ან სხვათა უფლებების დასაცავად: თუ თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია აუცილებელია სამართლებრივი პროცესის განსახორციელებლად, ჩვენი პოლიტიკის შესაძლო დარღვევის,
გამოძიების ან დარღვევის გამოსწორების მიზნით, ასევე სხვათა უფლებების, საკუთრების და უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით გამჟღავნება.
* მესამე მხარე - მომსახურების მიმწოდებლები: ჩვენ გვაქვს თქვენი ინფორმაციის იმ პირებისათვის გამჟღავნების უფლება, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ მომსახურებას.

* ბიზნესპარტნიორები: ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ჩვენს ბიზნესპარტნიორებს, გარკვეული პროდუქტი,ს მომსახურებისა თუ აქციების შემოთავაზების მიზნით.


4. თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი პირად ინფორმაციაზე და ამისათვის ვიღებთ უსაფრთხოების ზომებს მის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ყველა ქმედებას თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაციის დასაცავად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოების ზომები არ არის სრულყოფილი და მონაცემების გადაცემის არც ერთი მეთოდი არ არის დაცული უკანონო გამოყენებისგან. ამრიგად, პირადი ინფორმაციის სრული უსაფრთხოების გარანტიას ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ.


5. კონფიდენციალობის პოლიტიკის განახლება

ამ პოლიტიკის განახლების შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდება ჩვენს აპლიკაციაში.

 

App Store-ის ვერსია გამოქვეყნდება
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში