­

 

 

პლატფორმა

Solidarity არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ან ადამიანების ჯგუფებს, რომლებსაც სურთ დაეხმარონ COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული გარემოებებით დაზარალებულ პირებს.

 

ბენეფიციარებისთვის

პიროვნება, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან განეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს და ვერ გადის სახლიდან, შეუძლია განათავსოს თავისი საჭიროება და მიიღოს დახმარება მოხალისეებისგან. საჭიროების განსათავსებლად, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია აპლიკაცია, ხოლო პირებს, ვინც აპლიკაციებს ვერ მოიხმარენ, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (160 00) და ოპერატორები განათავსებენ მათ საჭიროებებს აპლიკაციაში.

 

მოხალისეებისთვის

მოხალისეებს, რომლებსაც სურთ დახმარება გაუწიონ ბენეფიციარებს, აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, ისწავლონ უსაფრთხოების წესები, წარმატებით ჩააბარონ ონლაინ ტესტი და ამის შემდეგ რუქაზე აღმოაჩინონ დახმარების მოლოდინში მყოფი პირები და შესთავაზონ მათ საკუთარი დახმარება. უმეტესად, ბენეფიციარების საჭიროებები შეადგენს პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებს.

 

ფონდებისთვის და ჯგუფებისთვის

პლატფორმა აგრეთვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფონდებისა და ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი დაეხმარონ აპლიაკციაში უკვე არსებულ ბენეფიციარებს, ან თვითონ განათავსონ მათ მიერ მოძიებული ბენეფიციარების მონაცემები და დაეხმარონ მათ. ფონდებსა და ჯგუფებს შეუძლიათ გამოიყენონ აპლიკაცია და დაიხმარონ აპლიკაციაში დარეგისტრირებული მოხალისეები პროდუქტების დასარიგებლად.

გამოცდილება აჩვენებს, რომ პლატფორმის გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს ბენეფიციართა იდენტიფიცირების, მოხალისეების ორგანიზების, პროდუქციის უსაფრთხო მიწოდების და ფონდების მართვის პროცესს.

 

 

ფონდები და ჯგუფები დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

   +995 599 443444

  info@solidarity.ge

 

პლატფორმის სტრუქტურა

პლატფორმის თვითორგანიზებადი და ფრაქტალური სტრუქტურა საშუალებას იძლევა ორგანიზებულად ვმართოთ შეუზღუდავი მოცულობის ოპერაციები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მიუხედავი ბენეფიციარების რაოდენობას, შესაბამისად მინიმუმამდე შეამცირებს COVID-19-ის პანდემიისგან მიღებულ ზიანს.

 

 

App Store-ის ვერსია გამოქვეყნდება
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში